დღეს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ, გელა ნიკოლაიშვილმა,ცისმარი ონიანმა სასამართლო სისტემაში მახინჯი პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით და კანონის არასწორად განმარტების გამო საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღიარა, რომ სასამართლოზე იყო ზეწოლა წინა ხელისუფლების დროს. მოსამართლეები იმდენად არიან მიჩვეულები ბრძანებას, რომ არ იციან როგორ მოიქცნენ და არასწორად განმარტავენ კანონს. აცილებული მოსამართლის შემდეგ, საქმეებს გადასცემენ სათადარიგო მოსამართლეებს. არ მატულობს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა და უკვე 9 თვეა გაუგონარი კანონდარღვევით მიმდინარეობს ბერიაშვილი, ართმელაძე, შველიძის საქმე, პროკურატურა იჭერს მოწმეებს სასამართლო კი დაცვას არ აძლევს ადექვატურ დროს დაცვის განსახორციელებლად.